четверг, 27 мая 2010 г.

თამარაშენი    ჩემი სოფელია. ამ სახელით  საქართველოში რამდენიმე სოფელი მოიხსენება.  მათ შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ცხინვალის რაიონის სოფელი თამარაშენი იყო, რომელიც 2008 წ. აგვისტოს ომის შედეგად იქნა განადგურებული.  ჩემი სოფელი ქარელის რაიონს ეკუთვნის.  იგი შიდა ქართლის შუაგულში მდებარეობს.  მას ჩრდილო-აღმოსავლეთით  სამაჩაბლოს რამდენიმე სოფელი  ეკვრის.


  სოფლის ხედები აღმოსავლეთის მხრიდან.











წარსული...

     ქარელის რაიონის სოფელი თამარაშენი მდებარეობს მდინარე ფრონეს მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 710მ. იგი შედის სოფელ ფცის საკრებულოში. დაუზუსტებელი მონაცემებით მისი  მოსახლეობა XX ს. ბოლოს შეადგენდა 150-მდე კომლს.  სოფელი  რაიონული  ცენტრიდან  19კმ.-ით  არის დაშორებული.

მდინარე ფრონის ხედები.





    თამარაშენის  შესახებ პირველი ცნობები გვხვდება რუისის საეპისკოპოსოს 1715 წ. აღწერის დავთარში. იგი ასევე მოხსენიებულია 1784წ. 6 სექტემბრით დათარიღებულ ერთ განაჩენში, რომლის მიხედვით ფალავანდიშვილებს აქ 14 კომლი ყმა ჰყოლიათ. 
     1715წ. თამარაშენში 17 კომლი მცხოვრები ყოფილა. ამ დროს სოფელში უცხოვრიათ შემდეგ გვარებს:
1. ახალკაცი მახარა
2. კავაძე თამაზა
3. კავაძე ივანა
4. სკლიკაშვილი გოგია
5. ჭამპურიძე გიორგი
6. ოქუტაშვილი დათუნა
7. ფოფხაძე ზუბიტა
8. სვიმონიშვილი გურგენა
9. იაღიტაშვილი ბერი
10. კვირიაშვილი დემეტრე
11. კვირიაშვილი ივანე
12. კვირიაშვილი ოთია
13. კვირიაშვილი ზაზუტა
14. ხანდუაშვილი თამაზა
15. კობახიძე ბერი
16. ქველაძე დათუნა
17. ზუბიტაშვილი ბარნაბე
     მომხდურთა თარეშის გამო ფრონის ხეობის მრავალი სოფელი, მათ შორის, თამარაშენი უკვე 1794-1799წ.წ. აღწერის მასალებში მოხსენებულია, როგორც გაუქმებული სოფელი. გაუქმებული თამარაშენი აღსდგა 1804წ.-ის შემდეგ, როდესაც რუსეთმა საბოლოოდ დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველო. 
     1818წ.-დან აქ ირიცხება 6 კომლი (27 კაცი).  სოფელი ახალმოსახლეებს აღუდგენიათ.  მოსახლეთა შორის ძველი გვარი აღარ მოიხსენება. 1818წ.-ის მდგომარეობით სოფელში ცხოვრობდნენ:
1. ჭეღელიძე
2. სიმონიშვილი
3. მაჭარაშვილი
4. ჯოღერდიშვილი
5. ბარჯაძე  (ბარჯაძეები  იმერეთიდან ქართლში გადმოსულან  1790წ.-ის ახლო ხანებში)
1818-1830 წ.წ. დასახლებულან სოფელში
1. ბიწაძე
2. ფარქოსაძე
1839-1859წ.წ. მოსულან სოფელში
1. კაჟაშვილი (სოფელ ცერონისიდან)
2. მეტრეველი (სოფელ  ფციდან)
3. სიდამონიძე (სოფელ ფციდან)
4. ნებიერიძე
5. პაპელიშვილი
6. ხუციშვილი
7. თხელიძე
8. კეხოშვილი
9. ქოქოშვილი
1859-1873წ.წ. მოსულან
1. ცოტნიაშვილი
2. ჯამბრიშვილი
XIX ს. მასალებში სოფელი ზოგჯერ იხსენიება პატარა თამარაშენად  (დიდ თამარაშენად იგულისხმებოდა ცხინვალის თამარაშენი.  აწ  უკვე  გაუქმებული  ქართული  სოფელი  სამაჩაბლოში).

                  




თამარაშენი მდიდარი სამიწათმოქმედო რეგიონია. ამას მოწმობს  უზარმაზარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არსებობა.   აქ განვითარებულია მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა–მეღვინეობა, მესაქონლეობა და სხვ.


 კარტოფილის მოსავალი ბაღში.


 

 კარტოფილის ჭია. თუ არ ვცდები კოლორადოს ხოჭო ჰქვია.



შორს პირუტყვი  ისვენებს.



დამუშავებული მიწის ფართობი.



ვენახი.




ახალგაზრდა ხეხილის ბაღი.


სამიწათმოქმედო ფართობი.  ხედი სოფლის აღმოსავლეთიდან. შორს ფრონის ხეობის მეზობელი სოფლები ჩანს.




ესეც ახალგაზრდა ხეხილის ბაღი.







ისტორიული ძეგლები...

    ისტორიული ძეგლებით თამარაშენი დიდად განებივრებული არ არის. 
   ცნობილია მხოლოდ, რომ სოფლის სასაფლაოზე მიკვლეულია ანტიკური ხანის სამარხი,  რაც   მიუთითებს  რომ მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე დიდი ხნის წინ ცხოვრობდა.


XIX-XX ს.ს. საფლავის ქვების ნიმუშები  სოფლის სასაფლაოზე








    აღსანიშნავია, აგრეთვე, სამების მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნის შუახანებით თარიღდება.  ტაძრის შესასვლელის თავზე არსებული წარწერა გვამცნობს, რომ  იგი 1883წ. აუგიათ. ტაძარი  იყო დიდხანს გაუქმებული და მიტოვებული.    იგი რამდენიმე წელია  მოქმედებს.


წმ. სამების სახელობის ეკლესია სოფელში. მდებარეობს სოფლის ძველ სასაფლაოზე.




სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის მიშენებული.




ინტერიერი



 ინტერიერი ფართო ხედით.

Комментариев нет:

Отправить комментарий