четверг, 1 марта 2012 г.

სამება.

  
     

 სოფელში  დგას  სამების ეკლესია. სტილისტური ნიშნებით იგი თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (10,5 X 6,1 მ), ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვიშაქვით. კონსტრუქციული ნაწილები და კარ-სარკმლების წირთხლები ამოყვანილია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. შესასვლელები მთლიან ქვაში ამოკვეთილი დამრეცი თაღით არის გადახურული.  შიგნიდან თაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, გვერდებზე - ნახევარწრიული ნიშები. თითო სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებშია. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც გრძივი კედლების შუა ნაწილში პილასტრებზე დაყრდნობილ აგურის თაღზეა გადაყვანილი. ეკლესია თავდაპირველად მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა: მოგვიანებით კედლები შეუთეთრებიათ და ახლა მოხატულობის მხოლოდ გაურკვეველი ფრაგმენტებია შემორჩენილი. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია კრამიტის ორფერდა სახურავით.




მოგვიანებით ეკლესიისთვის დასავლეთიდან მიუშენებიათ კარიბჭე-სამრეკლო (2,4 X 2,3 მ), რომელიც, დასავლეთ კარის ტიმპანზე არსებული წარწერის თანახმად, აგებულია 1883 წელს. ნაშენია ტუფის ქვით. პირველი სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილ და აგურის გუმბათით გადახურულ ღიობს წარმოადგენს; სვეტები ერთმანეთთან თაღებითაა დაკავშირებული. მეორე სართული - სამრეკლო, ასევე ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ღიობია და გადახურულია აგურის პირამიდული გუმბათით..







ეკლესიის
 შიდაინტერიერი



ინფორმაცია აღებულია გვერდიდან:  http://dzeglebi.com/view.php?id=357
ფოტოების ავტორი: მარი მახარაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий